იოახიმ ლიოვი: „საუცხოოდ ვითამაშეთ და მაღალი საბრძოლო სულისკვეთება გამოვავლინეთ“

0
6

გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ევრო-2020-ზე F ჯგუფში მიუნხენის „ალიანს არენაზე“ პორტუგალიასთან (4:2) გამარჯვების შემდეგ, აღნიშნა, რომ მისმა ფეხბურთელებმა მაღალი საბრძოლო სულისკვეთება გამოავლინეს.

„განვლილ დღეებში გარკვეული მომენტების შესახებ ვსაუბრობდით. საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ჯერ კიდევ საჭირო ბალანს ვეძებდით და ვიცოდით, რომ საგოლე მომენტების შესაქმნელად რომელ კომპონენტში უნდა მოგვემატებინა.

საუცხოოდ ვითამაშეთ და მაღალი საბრძოლო სულისკვეთება გამოვავლინეთ. მართლაც, ძალიან ძლიერ მეტოქესთან ბევრი კარგი შეტევა განვახორციელეთ“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.