დიდიე დეშამი: „ უნგრეთთან დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილი ვარ“

0
3

საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი დიდი დეშამი ევრო-2020-ზე F ჯგუფში ბუდაპეშტში ფერენც პუშკაშის სახელობის არენაზე უნგრეთთან 1:1 დასრულებული მატჩით კმაყოფილია.

„ჩვენ ერთი ქულა გამოვიმუშავეთ. რა თქმა უნდა, ეს ის შედეგი არაა, რასაც ვგეგმავდით, მაგრამ სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, დაფიქსირებული შედეგი ჩვენთვის მისაღებია.

შედეგით კმაყოფილი ვარ. ძალიან არ გამხარებია, თუმცა ის ჩემთვის მისაღებია. არ წაგვიგია, ქულა ავიღეთ, რომელიც სამ ქულას დავამატეთ, რომელიც უკვე გვქონდა. ვფიქრობ, ეს საშუალებას გვაძლევს, რომ მესამე თამაშს ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე შევხვდეთ.

პირველ ტაიმში მომენტები გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავიტანეთ. კარში ბევრს ვურტყამდით, ბურთი ჩარჩოში არაერთხელ მოვახვედრეთ და ხარიხასაც გავარტყით. ჩემი აზრით, განვლილ შეხვედრაში ძალიან კარგი მონაკვეთები გვქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში“ – იუწყება დეშამის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.