„ბარსელონამ“ დეპაის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

0
9

„ბარსელონამ“ მემფის დეპაის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

კატალონიური კლუბის პრესსამსახური იუწყება, რომ 27 წლის ნიდერლნდელი კონტრაქტს 2022-2023 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმებს.

„ლიონის“ ყოფილი თავდამსხმელი „ბარსაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. მას ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება.

გასულ სეზონში დეპაიმ „ლიონის“ შემადგენლობაში საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.