სტივ კლარკი: „ასეთ თამაშში ნამდვილი ფავორიტის გამოცნობა რთული იყო“

0
6

შოტლანდიის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ სტივ კლარკს მიაჩნია, რომ ევრო-2020-ზე ინგლისთან გამართული მატჩის მსვლელობისას ფავორიტის გამოცნობა რთული იყო.

მან ამის შესახებ D ჯგუფის მეორე ტურში ლონდონში სტადიონ „უემბლიზე“ ინგლისთან 0:0 დასრულებული თამაშის მერე განაცხადა:

„დაუვიწყარი საღამო იყო. ჩვენ საუცხოოდ ვითამაშეთ. ვიცოდი, რომ გუნდში შესანიშნავი მოთამაშეები მყავდა და მატე ს დაამტკიცეს. ვულოცავ ბიჭებსა და ნაკრების მთელ პერსონალს.

ჩვენ გამარჯვების შანსი გვქონდა. საგოლე მომენტები ინგლისმაც შექმნა. ასეთ თამაშში ნამდვილი ფავორიტის გამოცნობა რთული იყო. ეს ჩვენი ფეხბურთელების დამსახურებაა.

ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ მომენტებს მაშინ ვქმნიდით, როდესაც ბურთს ვფლობდით“ – იუწყება შოტლანდიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.