ინგლისი შოტლანდიასთან 1999 წლიდან არ აგებს – მე-17 ფრე დიდ ფორუმებზე

0
4

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო-2020-ის D ჯგუფში მეორე მატჩი ლონდონში სტადიონ “უემბლიზე” შოტლანდიასთა ჩაატარა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.

1999 წლის 17 ნოემბრის შემდედ ინგლისელები „სქოთებთან“ არ აგებენ. მაშინ, ინგლისის ნაკრები შოტლანდიელებთან 0:1 დამარცხდა.

მას მერე, გუნდები ერთმანეთს 5-ჯერ დაუპირისპირდნენ და ინგლისმა 3 თამაში მოიგო, ხოლო ორჯერ დამარცხდა.

ინგლისმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე 0:0 მეჩვიდმეტედ ითამაშა. ასეთი შედეგი არცერთ ნაკრებს დაუფუქსურებია.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელეთა შეტევის ლიდერ ჰარი კეინმა ევრო-2020-ზე მოედანზე გატარებულ 156 წუთში ბურთი კარი ჩარჩოში ვერ მოახვედრა.

D ჯგუფს 4 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ხოლო ინგლისი ამდენივე ქულით, მაგრამ გატანილ-გაშვებული ბურთების უარესი სხვაობით მეორე ადგილზეა.