ჩაკვეტაძის პირველი მატჩი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ

0
15

გიორგი ჩაკვეტაძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „გენტში“ ითამაშა.
ბელგიური გუნდი მომავალი სეზონისთვის ემზადება და ამხანაგური თამაში ქვედალიგელ „დიკელვენესთან“ ჩაატარა, რომელიც 3:2 მოიგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახდვარმცველი მოედანზე შესვენების მერე გამოჩნდა და სრული ტაიმი ჩაატარა.
ტრავმების გამო, 21 წლის ჩაკვეტაძემ გასულ სეზონში „გენტში“ ოფიციალურ შეხვედრებში მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა.
მან ბოლო მატჩი 2020 წლის ოქტომბერში „ბეერსხოტთან“ გამართა და მოედანზე 28 წუთი დაჰყო.
ჩაკვეტაძემ მიმდინარე წლის მარტში „გენტში“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ისევ დაშავდა.
ტრავმის მოშუშების შემდეგ, ის თბილისში იმყოფებოდა, სადაც „გენტის“ ფიზმომზადების მწვრთნელადთან ერთად „დინამოს“ ბაზაზე ემზადებოდა.
მისი თქმით, სრულად გამოჯანმრთელდა და გუნდის შემადგენლობაში სრული დატვირთვით სავარჯიშოდ მზადაა.