არგენტინამ კოპა ამერიკაზე პირველი მატჩი მოიგო – მესის საგოლე პასი

0
5

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე პირველი მატჩი მოიგო.

ქალაქ ბრაზილიაში სტადიონ „დისტრიტო ფედერალზე“  A ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში არგენტინელები ურუგვაის დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.

მატჩში ერთადერთუ გოლი მე-13 წუთზე გვიდო როდრიგესმა გაიტანა, რომელმაც ლიონელ მესის გადაცემა გამოიყენა.

იმავე ჯგუფში ჩილე ბოლივია შეხვდა და ასევე 1:0 აჯობა. კუაიაბაში არენა „პანტანალზე“ გამართულ შეხვედრის მე-10 წუთზე გოლი ბენჯამენ ბრერეტონმა გაიტანა.

ლიონელ სკალონის გაწვრთნილი არგენტინა 4 ქულით 5-გუნდიან A ჯგუფში პირველ ადგილზეა. ამდენივე ქულით მეორე პოზიციაზე ჩილეა.