„თელავმა“ დიდი ხნის შემდეგ მოგების გემო გაიხსენა

0
6

„თელავმა“ მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში მეორე მატჩი მოიგო.

მე-18 ტურში გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა რუსთავში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ქობულეთის „შუქურა“ მიიღეს და 1:0 აჯობეს.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე გავიდა. მასპინძლების შეტევა ზაზა ციცქიშვილმა დაიწყო და პასი შოთა შეყილაძეს მისცა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი „შუქურას“ მცველს შეეხო და მეტოქის საჯარიმოში მყოფ ფირუზ მარაქაველიძეს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით ანგარიში გახსნა.

„თელავს“ 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს თავი დააღწია. თუმცა, ამ ტურში ჯერ თავისი მატჩი ‘სამტრედიას“ არ ჩაუტარებია, რომელიც თელაველებს 2 ქულით ჩამორჩება.