„გრანადა“ ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჩაიბარა

0
5

ესპანეთის ლა ლიგაში მოასპარეზე „გრანადას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, გრანადელებს 43 წლის რობერტო მორენო გაუძღვება, რომელმაც 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მორენო ბოლოს „მონაკოში“ მუშაობდა, რომელიც შარშან დატოვა, ის ერთი პერიოდი ესპანეთის ნაკრებში ლუის ენრიკეს თანაშემწე იყო და  როდესაც ენრიკეს 9 წლის გოგონა გარდაეცვაკა, რის გამო დორებით თავის საქმიანობას ჩამოშორდა, მორენო ევრო-2020-ის შესარჩევში, „ფურია როხას“ თავკაცობდა.

მორენომ „გრანადას“ თავაკაცის თანამდებობაზე დიეგო მარტინესი შეცვალა, რომელლიც თანამდებობიდან გასული სეზონის დასრულების მერე დაითხოვეს.

მარტინესის ხელმძღვანელობით „გრანადამ“ 2020-2021 წლების სეზონში ლა ლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის 1/4-ფინალიდან გავარდა.