ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა კოპა ამერიკაზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.
B ჯგუფში, რიო დე ჟანეიროს ნილტონ სანტოსის სახელობის „ოლიმპიურ“ სტადიონზე გამართულ მატჩში ტიტეს შეგირდებმა პერუს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს.
მატჩის მე-12 წუთზე ანგარიში გაბრიელ ჟესუსის პასის შემდეგ ალექს სანდრომ გახსნა და შესვენებამდე მეტი გოლი არ გასულა.
68-ე წუთზე, ნეიმარმა ფრედის გადაცემა გამოიყენა და ბრაზილიელები 2 ბურთით დააწინაურა.
89-ე წუთზე, თავი ევერტონ რიბეირომ გამოიჩინა, რომელმაც რიშარლისონის პასი გამოიყენა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე რიშარლისონმა თამაშში წერტილი დასვა.
ბრაზილიამ B ჯგუფში ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და პლეი-ოფში ასპარეზობა გაინაღდა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში კოლუმბია ვენესუელას შეხვდა და დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.
