სერხიო რამოსი მადრიდის „რეალიდან“ წავიდა

0
8

მადრიდული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ფეხბურთელი კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან ერთად გამოსათხოვარ პრესკონფერენციას გამართავს.

რამოსმა და „რეალმა“ ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ მოილაპარაკეს, რის გამო, მადრიდელთა აწ უკვე ყოფილი კაპიტანი კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს.

რამოსი „რეალში“ 2005 წელს გადავიდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 671 მატჩში 101 გოლი გაიტანა.

მან მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა 5-ჯერ მოიგო, ესპანეთის თასი – 2-ჯერ,  ჩემპიონთა ლიგა – ოთხჯერ, ესპანეთის სუპერთასი – ოთხჯერ, უეფასს სუპერთასი – 3-ჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი – 4-ჯერ.

35 წლის რამოსმა გასულ სეზონში „რეალში“ 21-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.