გატუზო „ფიორენტინადან“ თვეზე ნაკლებ დროში წავიდა

0
5

ჯენარო გატუზომ ფლორენციის „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

ფლორენციული კლუბის პრესსამსახური იუწყება, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

გატუზო „ფიორენტინას“ თავკაცად 25 მაისს დანიშნეს, მაგრამ პოსტიდან ისე წავიდა, რომ გუნდი არც უვარჯიშებია.

მანამდე, იტალიური მედია იუწყებოდა, რომ გატუზო კლუბის მეპატრონე როკო კომისოსა და სპორტულ დირექტორ ჯანკარლო ანტონიონის გარკვეულ საკითხებზე ვერ შეუთანხმდა.

იტალიელი სპეციალისტი „ფიორენტინას“ წინადადებას იმის გამო დათანხმდა, რომ მომავალი სეზონის წინ გუნდის შემადგნლობა გაძლიერდებოდა. თუმცა, ზოგიერთი ფეხბურთელის თაობაზე შეთანხმება ვერ შედგა.

კერძოდ, ეს ეხებოდა ნიკოლას გონსალესსა და სერჟიუ ოლივიეირას. ეს მოთამაშეები ცნობილი პორტუგალიელი აგენტის ჟორჟე მენდეშის კლიენტები არიან, ისევე როგორც გატუზო.