გარეთ ბეილი: „მართალია, პენალტი ვერ გავიტანე, მაგრამ ვგრძნობ, რომ ხასიათი გამოვავლინე“

0
10

უელსის ეროვნული ნაკრების კაპიტანი გარეთ ბეილი ფიქრობს, რომ ოთხი ქულა 1/8-ფინალში გასასვლელად საკმარისი იქნება, მაგრამ მოვლენებს წინ არ ასწრებს.

უელსმა A ჯგუფში ჩატარებულ მეორე მატჩში თურქეთი 2:0 დაამარცხა, ხოლო ბეილმა 2 საგოლე პასი გააკეთა.

„ამ გამარჯვებით სრულებით კმაყოფილი ვარ. თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ და მატჩის მსვლელობისას ჩვენი თამაშის კორექტირება მოვახერხეთ.

მართალია, პენალტი ვერ გავიტანე, მაგრამ ვგრძნობ, რომ ხასიათი გამოვავლინე და იმაზე ცუდად არ მითამაშია, ვიდრე ამ ეპიზოდამდე ვთამაშობდი. ჩვენი მეორე გოლი როგორც ალუბალი ტორტზე ისეთი გამოვიდა.

მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთ. მინდა ვიფიქრო, რომ ოთხი ქულა საკმარისი იქება, მაგრამ უნდა დაველოდოთ“ – ციტირებს ბეილს უეფას ვებგვერდი.