ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალშია -დე ბრუინის ბენეფისი

0
9

ბელგიის ეროვნული გუნდი ევრო-2020-ზე იტალიელების შემდეგ მეორეეა, რომელმაც 1/8-ფინალში ითამაშებს.

ბელგიელებმა B ჯგუფის მეორე ტურში კოპენჰაგენში „პარკენ სტადიონზე“ დანიელებს 2:1 აჯობეს.

მატჩის მე-2 წუთზე, ბელგიელი მცველი თავის საჯარიმოსთან უხეშად შეცდა და ფაქტობრივად ჩააბარა ბურთი იურაი პოულსნეს, რომელმაც ანგარიში გახსნა.

მე-10 წუთზე, თამაში შეწყდა – როგორც გულშემატკივრებმა, ასევე ფეხბურთელებმა და მსაჯებმა დანიელთა „10 ნომერი“ ერიქსენი გაამხნევეს, რომელიც პირველ ტურში ფინეთთან (0:1) შეხვედრაში გულის შეტევის გამო მოედანზე უგონოდ დაეცა და ამჟამად, კლინიკაში მკურნელობს.

დანიელებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ თამაშში კევინ დე ბრუინი ჩაერთო, რომელმაც პირველი მატჩი ტრავმის მიზეზით გამოტოვა და მისი მოედანზე გამოჩენა ბელგიელებს აშკარად წაადგათ.

54-ე წუთზე, რომელუ ლუკაკუ მარჯვენა ფლანგზე ორ მეურვეს გაექცა და მეტოქის საჯარიმოში დე ბრუინი მოძებნა, რომელმაც ჯერ კარგი პაუზა გააკეთა, ხოლო შემდეგ იდეალური პასი მისცა კარის წინ მდგომ ტორგან აზარს, რომლის დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა.

70-ე წუთზე, ბელგიელებმა რამდენიმე სვლიანი საუცხოო კომბინაცია გაითამაშეს და დე ბრუინმა მარცხენა ფეხით კასპერ შმეიხელის კარი აიღო.

შეხვედრის მიწურულს დანიას ქულის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ ბრაიტვაიტის თავურის მერე ბურთი ზედა ძელს მოხვდა.