ერიქსენს გულში კარდიოვერტერ-დეფიბრილიატორს ჩაუდგამენ

0
17

დანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის კაპიტან კრისტიან ერიქსენს გულში კარდიოვერტერ-დეფიბრილიატორს ჩაუდგამენ, იუწყება დანიის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახური.

ერიქსენმა ოპერაციაზე სპეციალისტებთან კონსულტაციების მერე დათანხმდა.

კარდიოვერტერ-დეფიბრილიატორი ესაა მოწყობილობა, რომელიც კარდიოსტიმულაციას ახდენს და ასევე, ადამიანს გულის მუშაობის მოულოდნელი გაჩერებისგან იცავს.

„მას მერე, რაც კრისტიანს გული რამდენიმეჯერ შეუმოწმეს, გადაწყდა, რომ მას კანის ქვეშ კარდიობერტერ-დეფიბრილიატორის იმპლანტაცია სჭირდება.

ეს მოწყობილობა საჭიროა გულის შეტევის შემდეგ, რათა გულის მუშაობის რიტმი არ დაირღვას.

კრისტიანი მსაჯების რჩევას დათანხმდა. დეფიბრტილიატორის ჩადგმის გეგმა ეროვნულმა და საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს.

ჩვენ მოგიწოდებთ, რომ კრისტიანი და მის ოჯახი მშვიდ გარემოში იყვნენ, ხოლო მის პირად ცხოვრებას პატივი ვცეთ“ – ნათქვამია დანიის საფეხბურთო კავშირის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევრო-2020-ის პირველ შეხვედრ ადანიასა და ფინეთს (0:1) შორის პირველ ტაიმში შეწყდა, რადგან ერიქსენი გულის შეტევის გამო მოედანზე უგონოდ დაეცა.