საფრანგეთმა გერმანიასთან გამარჯვებით დაიწყო – მესამე ავტოგოლი ევრო-2020-ზე

0
6

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა ევრო-2020 გამარჯვებით დაიწყო.

დიდიე დეშამის გაწვრთნილებმა F ჯგუფში მიუნხენის „ალიანს არენაზე“ გერმანელებმა მინიმალური ანგარიშით აჯობეს.

ერთადერთი გოლი მატჩის მე-20 წუთზე გავიდა, როდესაც პოლ პოგბამ მარცხენა ფლანგზე ლუკა ერნანდესი მოძებნა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და გამოჭოლი გადახემა გააკეთა, ხოლო გერმანელთა ცენტრალურმა მცველმა მათს ჰიმელსმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა. აღსანიშნავია, რომ ბუნდესნაკრებმა არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატებზე ავტოგოლი პირველად მიითვალა.

მიმდინარე ევროპის პირველობაზე ეს ავტოგოლი მესამეა და ამ მაჩვენებლით ევრო-2016-ის ანტირეკორდი გამეორდა. ჰუმელსამდე ავტოგოლები თურქმა მცველმა დემირალმა და პოლონელების მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ მიითვალეს.

ფრანგების სასტარტო შემადგენლობაში კარიმ ბენზემამ ითამაშა, რომელმაც 2014 წლის შემდეგ, „სამფეროვანთა“ რიგებში პირველი თამაში ჩაატარა.

გერმანიის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე სასტარტო შეხვედრა პირველად წააგო.