რუსეთმა 2012 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოიგო

0
14

რუსეთის ნაკრებმა, რომელიც ევრო-2020-ის ერთ-ერთი მასპინძელია პირველი მატჩი მოიგო.

B ჯგუფის მეორე ტურის მატჩში რუსებმა ფინელებს უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.

სანკტ-პეტერბურგის „გზაპრომ არენაზე“ გამართული შეხვედრის დასაწყისში ფინელმა პოჰიანპალომ თავით გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე არტიომ ძიუბას პასის შემდეგ ფინელების საჯარიმოში ბურთი ალექსეი მირანჩუკმა მიიღო, რომელმაც მარცხენა ფეხით ეფექტური ბურთი გაიტანა.

მან 2019 წლის მერე რუსეთის ნაკრების მაისურით პირველი გოლი გაიტანა. მირანჩუკუ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ რუსეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში მოიგო. მანამდე, რუსები 4-ჯერ დამარცხდნენ, ხოლო 2 თამაში ფრედ დაასრულეს.

რუსებმა ევროპირველობაზე ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრიდან გოლი პირველად არ გაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფის პირველ შეხვედრაში რუსეთი ბელგიასთან 0:3 დამარცხდა, ხოლო ფინეთმა დანიას 1:0 მოუგო.