რონალდუ: „იოლი მეტოქეები ან მატჩები, რომელთაც მაშინვე მოიგებ, არ არსებობს“

0
4

კრიშტიანუ რონალდუს თქმით, იოლი მეტოქეები ან მატჩები არ არსებობს, რომლებსაც მაშინვე  მოიგებ.

პორტუგალიის ეროვნული გუნდის კაპიტანმა ამის შესახევ ევრო-2020-ზე უნგრეთთან 3:0 მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც დუბლი შეასრულა.

„უნდა დაიტანჯო, ბოლომდე იბრძოლო და ყოველთვის საკუთარი თავის გჯეროდეს. იოლი მეტოქეები ან მატჩები, რომელთაც მაშინვე მოიგებ, არ არსებობს.

ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ საუკეთესოები თამაშობენ. აქ ყოველი გამარჯვება ძლიერი სულისკვეთებით და საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვით უნდა მოიპოვო. დიდი გუნდური გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩვენი მიზნისკენ მივდივართ. წინ, პორტუგალია!

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პორტუგალიელები, რომლებიც ასე მხარს გვიჭერენ  მეტად ვასიამოვნოთ“ – დაწერა თავის ინსტაგრამზე რონალდუმ, რომელიც 11 გოლით ევროპის ჩემპიონატები ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

გარდა ამისა, რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 5 ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ხუთივეზე გოლები გაიტანა.