ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაირკვა

0
5

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების სავრაუდო მეტოქეები გაირკვა.

თუ ბათუმის „დინამო“ სან მარინოს „ტრე პენეს“ გაცდება, მაშინ ბელარუსის ბორისოვოს ბატეს შეხვდება. პირველი შეხვედრა ბათუმში გაიმართება.

გორის „დილა“ სლოვაკეთის „ჟილინას“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კვიპროსის ლიმასოლის აპოელს დაუპირისპირდება. პირველი თამაში კვიპროსში ჩატარდება.

თუ „გაგრა“ მონტენეგროს „სუტიესკას“ დაამარცხებს, თელ-ავივის „მაკაბის“ ეთამაშება. გაგრელები პირველ შეხვედრას სახლში ითამაშებენ.

კონფერენს ლიგის პირველი თამაშები 8 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 15 ივლისს.

ბათუმის „დინამო“ და „გაგრა“ პირველ მატჩებს სახლში ითამაშებენ, ხოლო „დილა“ -სტუმრად.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 22 და 29 ივლისს გაიმართება.