ფერნანდუ სანტუში: „უფრო სტაბილურები უნდა ვიყოთ“

0
6

პორტუგალიელთა მთავარი მწვრთნელის ფერნანდუ სანტუშის თქმით, მის გუნდს ევრო-2020-ის დაწყება გამარჯვებით სურდა და უნგრეთთან დაფიქსირებული შედეგი სამართლიანია.

„ჩვენ გვესმოდა, თუ გავიტანდით საქმე უფრო გაგვიადვილდებოდა. მე სხვა უნგრეთის ნაკრებს ველოდი. მეტოქე თამაშის დიდი დროის განმავლობაში „ღრმად“ იჯდა, ჩვენ „ვაწვებოდით“, „ვაწვებოდით“, „ვაწვებოდით“ და ისინი დაცვაში ჩავკეტეთ.

ოთხი საგოლე მომენტი გვქონდა და მათი რეალიზების შემთხვევაში უნგრეთი „დაიშლებოდა“. პირველ ტაიმში გოლი ვერ გავიტანეთა და ბუნებრივია, ამან ცოტა რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა.

მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც ავნერვიულდით, მაგრამ ეს ნორმალურია. დრო მიდიოდა და შეშფოთება იზრდებოდა. თუმცა, პირველი გოლის გატანის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და უნგრელები „გაიხსნენ“. ვფიქრობ, შედეგი სამართლიანია.

ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებით დაწყება გვინდოდა, მაგრამ ეს მხოლოდ 3 ქულაა. წინ კიდევ 2 თამაშია. ეს ევროა და ამიტომ, უფრო სტაბილურები უნდა ვიყოთ“ – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.