„დინამოს“ სავარაუდო მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

0
6

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამოს“  სავარაუდო მეტოქე ცნობილია.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე კახა ცხადაძის შეგირდები ბაქოს „ნეფთჩის“ დაუპირისპირდებიან და აზერბაიჯანული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, საბერძნეთის ჩემპიონ “ოლიმპიაკოსს” შეხვდებიან. პირველი მატჩი საბერძნეთში შედგება, ხოლო საპასუხო – თბილისში.

თბილისის „დინამო“ „ნეფთჩისთან“ პირველ შეხვედრას შინ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 6 ივლისს ჩაატარებს და 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო საპასუხო თამაში ბაქოში 13 ივლისს გაიმართება.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაშები 20-21 ივლისს შედგება, საპასუხო კი – 27-28 ივლისს.

თუ “დინამო” “ნეფთჩის” ვერ დაამარცხებს, მაშინ კოფერენს ლიგის მეორე ეტაპზე ისრაელის ჰაიფას “მაკაბისა” და ყაზახეთის ალმათის “ქაირათს” შორის გამარჯვებულს შეხვდება