საქართველო v შოტლანდია დინამოზე | ბილეთები

0
12

შოტლანდია რჩება ერთადერთ ტიერ1-ის გუნდად, რომელიც ბორჯღალოსნებთან სათამაშოდსაქართველოს უკვე მეორედ ეწვევა. 17 ივლისს, 19 საათზე ბორჯღალოსნები შოტლანდიას დინამო არენაზე უმასპინძლებენ!

მატჩის ბილეთები იყიდება აქ: TKT.GE/RUGBY

მეექვსედ შოტლანდიასთან

უკანასკნელ ათწლეულში ბორჯღალოსნებს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ხუთჯერ უთამაშიათ. პირველ ჯერზე გუნდები ერთმანეთს ახალ ზელანდიაში, 2011 წლის მსოფლიო თასზე ინვერქარგილშიგადაეყარნენ. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ლელო არ გაატანინა, თუმცა შოტლანდიამგამარჯვება ჯარიმების წყალობით მოიპოვა. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა, როდესაცტიერ1-ის გუნდთან ლელო ხელუხლებლად შევინახეთ.

2016 წლის ნოემბერში სქოთებმა კილმარნოკში, შემოდგომის ტესტ-მატჩში გვიმასპინძლეს და 43:16 იმარჯვეს, თუმცა ბორჯღალოსნებთან თამაში ისე მოეწონათ, რომ თბილისში სტუმრობა მაშინვედააანონსეს.

2019 წლის მსოფლიო თასის წინ, შოტლანდიამ სიტყვა შეასრულა და გახდა პირველი (დაჯერჯერობით ერთადერთი) გუნდი ტიერ1-ის ქვეყნების ნაკრებებიდან, რომელიც საქართველოსეწვია. მსოფლიო თასის წინა გასახურებელი თამაში „დინამო არენაზე“ 31 აგვისტოს გაიმართა. ქომაგმა უმაღლესი დონის შემსრულებლების ცოცხლად ხილვით ისიამოვნა, თამაში კი სტუმრებმა44:10 მოიგეს.

ერთი კვირის თავზე იმავე მეტოქეს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შევხვდით. ბორჯღალოსნებისთამაშის ხარისხი ერთი კვირის წინანდელზე უკეთესი იყო, თუმცა ობიექტურად ძლიერმა მეტოქემმეოთხედაც გაიმარჯვა – 36:9.

შარშანდელ „შემოდგომის ერთა თასამდე“, შოტლანდიამ ტესტ-მატჩის გასამართად „მარიფილდზე“ მიგვიწვია. კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი, იძულებითი უქმობის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა პირველი შეხვედრა 23 ოქტომბერს გამართეს და მასპინძლებმა 48:7 იმარჯვეს.

მაგალითი ტიერ1-ის სხვა გუნდებისთვის

საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი სპორტული მიმართულებით ბაჩო ამბობს, რომ შოტლანდიელთა მეორე სტუმრობა მაგალითი უნდა გახდეს ტიერ1-ის სხვაგუნდებისთვის:

„მადლობლები ვართ შოტლანდიის, რომელიც იყო პირველი ტიერ1-ის ქვეყანა, რომელიცსაქართველოში გვეწვია, მერე ორჯერ გვიმასპინძლა და ახლა კვლავ ჩვენთან ჩამოდის. მათ თავადგამოთქვეს საქართველოში თამაშის სურვილი და ეს იმის დასტურია, რომ ისინი კმაყოფილებიიყვნენ 2019 წლის მასპინძლობით, როგორც საორგანიზაციო, ასევე სპორტული კუთხით. სტადიონზეიყო ძალიან კარგი გარემო და მიუხედავად ანგარიშისა, მეტოქე კმაყოფილი დარჩა ჩვენთან თამაშისხარისხით“.

„ქართველი გულშემატკივარი არ არის განებივრებული ასეთი მაღალი დონის გუნდების ხილვით დაეს მათთვისაც მნიშვნელოვანია. შოტლანდიელთა სტუმრობა კარგი მაგალითი უნდა გახდეს ტიერ1-ისსხვა გუნდებისთვის. ისინი აუცილებლად გაუზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს ექვსი ერის დატიერ1-ის სხვა გუნდებს და ეს არის საწინდარი იმისა, რომ მომავალში უმაღლესი დონის სხვაგუნდებიც გვეწვევიან“.

შოტლანდიასთან კიდევ ერთხელ თამაშის შესაძლებლობა ხიბლავს ბორჯღალოსნების მთავარმწვრთნელ ლევან მაისაშვილს:

„შოტლანდია საინტერესო გუნდია და მოხარული ვარ ამ შესაძლებლობის. მას შემდეგ, რაც ისგრიგორ თაუნსენდმა ჩაიბარა, წლიდან წლამდე სერიოზული პროგრესი აქვს და ძლიერ გუნდადჩამოყალიბდა, რაც ექვსი ერის წლევანდელ გათამაშებაშიც გამოჩნდა. შოტლანდიამ დაამტკიცა, რომექვსი ერის ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია და ჩვენთვის დიდი პატივია მათთან თამაში“.

„შარშან შემოდგომაზე მათთან მოუმზადებლად მოგვიწია შეხვედრა. იმედს ვიტოვებ, რომ წელსზაფხულში გაცილებით უკეთეს ფორმაში ვიქნებით და ხარისხობრივად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ. ივნისში, სავარაუდოდ, ბელგიასთან, ან ნიდერლანდებთან გვაქვს რაგბი ევროპის ჩემპიონატისდასკვნითი შეხვედრა. მიდის მუშაობა, რომ შოტლანდიამდე კიდევ ერთი, ან ორი თამაში გვქონდესდა სწორედ ეს იძლევა იმედს, რომ 17 ივლისისთვის უკეთეს ფორმაში ვიქნებით“