ქართული გუნდების მეტოქეები კონფერენს ლიგაში ცნობილია

0
12

უეფას მიერ შექმნილ ახალ ტურნირ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მეტოქეეები გაირკვა.

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ გაცხადდა, რომ გასულ სეზონში ვერცხლის მედლების მომგები ბათუმის „დინამო“ სან-მარინოს „ტრე პენეს“ შეხვდება, ბრინჯაოს მედლების მფლობელი გორის „დილა“ – სლოვაკეთის „ჟილინას“ , ხოლო საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული „გაგრა“ – მონტენეგროს „სუტიესკას“.

ბათუმის „დინამო“ და „გაგრა“ პირველ მატჩებს სახლში ჩაატარებენ, ხოლო „დილა“ სტუმრად.

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტპის პირველი მატჩები 8 ივლისს შედგება, ხოლო საპასუხო – 15 ივლისს.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 16 ივნისს ჩატარდება.

აქვე გეტყვით, რომ კონფერენს ლიგის 2021-2022 წლების ფინალი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 25 მაისს ჩატარდება.