მესი არგენტინის ყველა დროის გოლეადორია – ფრე ჩილესთან კოპა ამერიკაზე

0
1

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკაზე პირველი მატჩი ჩილესთან ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე არგენტინელთა კაპიტანმა ლიონელ მესიმ გახსნა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა.

მან თავისი ქვეყნის ნაკრებში 145 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარი 73-ჯერ აიღო. გარდა ამისა, მესიმ არგენტინელთა მაისურით ოფიციალურ მატჩებში 39 გოლი მიითვალა, რაც „ალბისელესტეს“ ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

„ბარსელონას“ ვარსკვლავმა გაბრიელ ბატისტუტას რეკორდი გააუმჯობესა.

57-ე წუთზე ჩილეს ნაკრებიდან პენალტი ვიდალმა შეასრულა და ბურთი ხარიხას მოხვდა, ხოლო დამატებაზე ვარგასმა ზუსტად ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ 4 ივნისს ეს გუნდები ერთმანეთს მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დაუპირისპირდნენ და მაშინაც, თამაში 1:1 დასრულდა.

ნახსენებ შეხვედრაში ანგარიში პენალტიდან მესიმ გახსნა, ხოლო საპასუხო ბურთი ალექსის სანჩესმა გაიტანა.

კოპა ამერიკის A ჯგუფის მეორე მატჩში პარაგვაიმ ბოლივიას 3:1 სძლია.

ბოლივიდან ანგარიში მე-10 წუთზე ერვინ საავედრამ გახსნა, ხოლო პარაგვაელმა ალეხანდრო რომერომ ჰეთ-თრიქი შეასრულა – გოლები 62-ე, 65-ე და მე-80 წუთებზე გაიტანა.