ლუის ენრიკე: „ასეთი ფრე ცუდი შედეგია“

0
1

ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს ევრო-2020-ზე შვედეთთან ფრემ მწარე შეგრძნება გაუჩინა, რისთვისაც ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს მოუბოდიშა.

„ჩვენ შევხდით გუნდს, რომელმაც დაცვაში „ჯდომა“ გადაწყვიტა და აქცენტი ბურთის „ჩაგდებებზე“ გააკეთა.

ამის მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ მეტოქის ასეთ ტაქტიკას შესაძლოა ემუშავა. ფრემ მწარე შეგრძნება დამიტოვა და ამისთვის, როგორც ფეხბურთელებს, ასევე გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი.

ჩვენ უნდა მოგვეგო. განვლილ შეხვედრაში საგოლე მომენტები საკმარისად შევქმენით, რომელთა რეალიზება ვერ მოვახერხეთ. მოედნის ხარისხი საუკეთესო არ იყო და ფეხბურთელებმა ამაზე დაიჩივლეს.

ასეთი ფრე ცუდი შედეგია და მეცოდება ყველა ვინც მხარს მიჭერდა, რადგან უნდა მოგვეგო“ – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი,