კახა ცხადაძე: “მაქსიმალური შედეგი უნდა ვაჩვენოთ”

0
5

კახა ცხადაძის თქმით, თბილისის “დინამომ” ჩემპიონთა ლიგაში მაქსიმალური შედეგი უნდა აჩვენოს.

“დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ მას მერე განაცხადა, რაც გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისელები აზერბაიჯანის ჩემპიონ ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდებიან.

კახა ცხადაძე: “ბაქოს ნეფთჩი აზერბაიჯანის ჩემპიონია და თავის ქვეყანაში ისეთივე საფეხბურთო ბრენდია, როგორც დინამო საქართველოში. სერიოზული მეტოქეა და რათქმაუნდა ვაფასებთ მას. ამ ეტაპზე შანსებზე საუბარი მიუღებელია, ჩვენი ამოცანაა კარგად მოვემზადოთ ამ მატჩებისთვის. ჩვენი გეგმები გვაქვს, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და შედეგიც მაქსიმალური ვაჩვენოთ”