„დინამო“ ჩემპიონთა ლიგაში „ნეფთჩის“ შეხვდება

0
6

თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე აზერბაიჯანის „ნეფთჩის“ შეხვდება.

ეს დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა. დინამოელები პირველ მატჩს თბილისში ჩაატარებენ.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 6-7 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო 13-14 ივლისს.

პირველი ეტაპის წილისყრის წინ „დინამო“ განთესილი იყო, ხოლო თუ მეორე ეტაპზე გავა, მაშინ განუთესავი იქნება.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 16 ივნისს ჩატარდება. მატჩებს რაც შეეხება, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაშები 20-21 ივლისს შედგება, საპასუხო კი – 27-28 ივლისს.