ზიდანი ჟურნალისტს: „შენი მუშაობა სამარცხვინოა, წამოდი კამერების გარეშე ვისაუბროთ“

0
4

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანი ჟურნალისტი შეურაცხყო.

ზიდანი გუშინ სეგუნდა ლიგის პლეი-ოფის ფინალს დაესწრო „რაიო ვალეკანოსა“ და „ჟირონას“ (1:2) შორის. მისი შვილი ლუკა ზიდანი „რაიოში“ თამაშობს.

თამაში შემდეგ ზიდანს GOL-ის ჟურნალისტმა სერჯიო კირანტემ ფრანგ სპეციალისტს „რეალიდან“ წასვლისა და ღია წერილის შესახებ ჰკითხა, რომელშიც ზიდანმა დააფიქსირა, რომ კლუბის მხარდაჭერას ვერ გრძნობდა.

ზიდანმა ჯერ ჟურნალისტს არ უპასუხა, ხოლო შემდეგ ასეთი რამ უთხრა: „შენ აპირებ ერთი და იმავე სულელური კითხვები დამისვა? შენი მუშაობა სამარცხვინოა.

მე შენ გიცნობ, ხოლო შენ – მე. ჩვენს შორის სულ ერთი და იმავე ხდება. მოდი წავიდეთ და კამერების გარეშე ვისაუბროთ“.