სლოვაკებმა პოლონელებს მინიმალურად აჯობეს

0
4

სლოვაკეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო-2020 გამარჯვებით დაიწყო.

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში ჩატარებულ მატჩში სლოვაკებმა პოლონეთის ნაკრებს მინიმალური ანგარიშით აჯობეს.

მატჩის მე-18 წუთზე რობერტ მაკი მარცხენა ფრთაზე ორ მცველს კარგად გაცდა და საჯარიმოში შეუსლმა დაარტყა – ბურთი ჯერ გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ პოლონელთა მეკარე ვოიცეხ შჩესნის, რის შემდეგ, კარში აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ 40 წამი გავიდა, როდესაც პოლონელებმა მარცხენა ფრთიდან შეუტიეს და რიბუსის გადაცემის მერე ლინეტიმა მართალია სუსტად, მაგრამ ზუსტად დაარტყა – 1:1.

62-ე წუთზე, კრიხოვიაკმა უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და პოლონელები მოედანზე ათნი დარჩნენ.

69-ე წუთზე, შეტევაში ჩართულმა სლოვაკთა მცველმა შკრინიარმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა და მეორეთი ბურთი სლოვაკების კარის ბადეში გაახვია.

პოლონელები დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრებას ეცადნენ, რაც არ გამოუვიდათ და დამარცხდნენ, არადა, მატჩამდე ფავორიტებად მიიჩნეოდნენ.