„ლოკომოტივმა“ ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო

0
3

თბილისის „ლოკომოტივმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო.

გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურში საგურამოში ქუთაისის „ტორპედო“ მიიღეს და 2:1 აჯობეს.

პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრლდა. მეორე ტაიმის განახლებიდან ორ წუთში თორნიკე კირკიტაძე მარცხენა ფლანგიდან ძალიან ზუსტი პასი გაუკეთა სტუმართა საჯარიმოში მყოფ ირაკლი სიხარულიძეს, რომელმაც ვარდნაში თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0 მან გოლი ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა.

69-ე წუთზე მასპინძელთა შეტევა იმრანმა წამოიწყო, რომელმაც დავით სამურკასოვს უპასა, ხოლო მან დროულად გადააწოდა ბურთი „ტორპედოს“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ კირკიტაძეს, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 2:0.

77-ე წუთზე, „ლოკომოტივის“ საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ფადი ზიდანმა თბილისელთა კარის წინ ლაშა ჩალაძე მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

85-ე წუთზე, ქუთაისელთა ნახევარმცველმა ოლეგ მამასახლისმა მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგა და ბექა დარცმელიამ სტუმართა  მეკარსთან პირისპირ მამია გავაშელიშვილი გაიყვანა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა – 3:1.

„ლოკომოტივი“ 30 ქულით მე-3 ადგილზეა და გათამაშების ლიდერებს ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩება.