ლიონელ მესი: „ნაკრები ჩემზე დამოკიდებული არასოდეს ყოფილა“

0
6

ლიონელ მესის მიაჩნია, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების მასზე დამოკიდებული არასოდეს ყოფილა.

არგენტინელთა კაპიტანმა ამის შესახებ ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე ჩილესთან მატჩამდე განაცხადა.

„ნაკრები ჩემზე დამოკიდებული არასოდეს ყოფილა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ ძლიერი მოთამაშეები შეგვეკრიბა. მუდმივად ვამბობდით, რომ თუ ძლიერი გუნდი არ ვიქნებით, გამარჯვება ძალიან რთული იქნებოდა. მიმაჩნია, რომ როგორც გუნდი უფრო გავძლიერდით.

ბევრი ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია ნაკრებში ერთად მუშაობს. კოპა ამერიკაზე გამოსვლის შანსი გვაქვს. ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვართ“ – იუწყება არგენტინელი ვარსკვლავის სიტყვებს გამოცემა Ole.