ბრაზილიამ და კოლუმბიამ კოპა ამერიკა გამარჯვებით დაიწყეს

0
17

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თავის სამშობლოში მიმდინარე კოპა ამერიკა რიხიანად დაიწყო.

ტიტეს შეგირდებმა ქალაქ ბრაზილიაში სტადიონ „დისტრიტო ფედერალზე“ ვენესუელას 3:0 აჯობეს.

ბრაზილიელებიდან ანგარიში 24-ე წუთზე ცენტრალურმა მცველმა მარკინიოსმა გახსნა და პირველი ტაიმი 1:0 დასსრულდა.

64-ე წუთზე, ანგარიში ორამდე ნეიმარმა გაზარდა, ხოლო 89-ე წუთზე მისი პასით გაბრიელ ბარბოსამ წერტილი დასვა.

B ჯგუფის მეორე შეხვედრაში კოლუმბიამ ეკვადორს 1:0 აჯობა. გამარჯვებულებიდან ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე კარდონამ გაიტანა.

კოპა ამერიკა 13 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით შემდეგ ქალაქებში ჩატარდება: ბრაზილია, კუიაბა, გოიანი და რიო დე ჟანეირო.

აქვე გეტყვით, რომ A ჯგუფში არგენტინა, ჩილე, პარაგვაი და ბოლივია გამოდიან.