ბათუმის „დინამოს“ ფრე წყალტუბოში

0
5

კრისტალბეთ ეროვნული ლიგისმე-17 ტურის მეორე სათამაშო დღეს გათამაშების ლიდერი ბათუმის „დინამო“ წყალტუბოში ადგილობრივ „სამგურალს“ შეხვდა და ქულები დაკარგა.

მატჩის ორივე ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და მიმდინარე სეზონში ბათუმელებმა მეხუთე ფრე ითამაშეს.

წყალტუბოში ვერმოგების მიუხედავად გია გეგუჩაძის შეგირდებმა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი მაინც შეინარჩუნეს.

ბათუმელებს თბილისის „დინამოს“ მსგავსად 35 ქულა აქვთ, მაგრამ მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგით სჯობიან.