ანდრეი შევჩენკო: „გუნდმა თავი კარგად წარმოაჩინა“

0
6

უკრაინელთა მთავარ მწვრთნელა ანდრეი შევჩენკოს მიაჩნია, რომ ევრო-2020-ზე ნიდერლანდებთან 2:3 მარცხის მიუხედავად, მისმა გუნდმა თავი კარგად წარმოაჩინა.

„საინტერესო მატჩი აღმოჩნდა – სწრაფი და ბევრი მომენტები შეიქმნა. ვფიქრობ, როდესაც შეცდომას უშვებ, განსაკუთრებით მატჩის ბოლოს…ასეთი გოლი შეგვეძლო არ გაგვეშვა. გუნდს მადლობა, რადგან 0:2 მერე საუცხოო რეაქცია გამოავლინა. ჩვენ გადავეწყვეთ და თამაში დავაბალანსეთ. გუნდმა თავი კარგად წარმოაჩინა.

მარლოსი ზუბკოვის ნაცვლად გამოვიდა და არცთუ ცუდად ითამაშა. ის იმიტომ შევცვალეთ, რომ სისწრაფე არ ყოფნიდა. შაპარენკო გამოვუშვი და ზინჩენკოს ადგილი შევუცვალე. შაპარენკომ ტემპი მოგვამატებინა და პრესინგის შესაძლებლობა გაგვიჩნდა. ჩვენ სწორი შეცვლა გავაკეთეთ. ეს არ ნიშნავს, რომ მარლოსმა ცუდად ითამაშა.

ჩვენი გარემარბებიდან გამომდინარე 4-3-3 კარგი სქემაა. ჩვენ ის გუნდი არ ვართ, რომელიც მხოლოდ თავს იცავს. ბიჭებმა ბევრი ენერგია დახარჯეს. ჩვენ მოთამაშეები საკმარისად გვყავს, დრო გვჭირდება, რომ ბიჭებმა ძალა აღიდგინონ“ – იუწყება უკრაინელი სპეციალისტებს სიტყვებს უეფას ვებგევრდი.