ინგლისმა ევროპის ჩემპიონატზე სასტარტო მატჩი პირველად მოიგო -ბილინგემის რეკორდი

0
5

ევრო-2020-ის მესამე სათამაშო დღის პირველ მატჩში ინგლისის ეროვნული გუნდი ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე დაუპირისპირდნენ.

ეს გუნდები მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში შეხვდნენ და მაშინ, ხორვატებმა გაიმარჯვეს.

ამჯერად. გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილებმა ზლატკო დალიჩის შეგირდებს მინიმალური ანგარიშით აჯობეს.

შეხვედრაში ერთადერთი ბურთი 57-ე წუთზე „მანჩესტერ სიტის“ გარემარბმა რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა, რომელმაც კელვინ ფილიპსის გადაცემა გამოიყენა და მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ზუსტად დაარტყა.

დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და ინგლისის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თავისი სასტარტო მატჩი პირველად მე-10 ცდაზე მოიგო.

აღსანიშნავია, რომ 1992 წლის შემდეგ პირველად ინგლისელთა სასტარტო შემადგენლობაში „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიეტედის“ ფეხბურთელები არ იყვნენ.

ინგლისელი ნახევარმცველი ჯუდ ბილინგემი ყველაზე ახალგზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უთამაშია. მან ჰარი კეინი შეცვალა და მოედანზე შესვლის მომენტში 17 წლისა და 349 დღის იყო.

მანამდე, რეკორდი ნიდერლანდელ მარცხენა მცველ ჯეტრო ვილიამსს ეკუთვნოდა, რომელმაც ევრო-2012-ზე 18 წლისა და 71 დღის ასაკში იასპარეზა.