ავსტრიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო-2020 რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ტურნირის დებიუტანტ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვებით დაიწყო.
ავსტრიელებმა ანგარიში მე-18 წუთზე გახსნეს, როდესც ზაბიცერის გადაცემის შემდეგ ლაინერმა მარჯვენა მახვილი კუთხიდან ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 1:0.
ლაინერმა გოლი თეთრი მასიურის აფრიალებითა აღნიშნა, რომელზეც წარწერილი იყო: „ერიქსენ დარჩი ძლიერი!“.
ჩრდილოეთ მაკედონამ საპასუხო ბურთი 28-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ჯერ ავსტრიელი მცველები საკუთარ საჯარიმოსთან უხეშად შეცდნენ, ხოლო შემდეგ კარიდან გამოსულმა ბახმანმ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და 37 წლის გორან პანდევმა ბალკანელებისთვის ისტორიული გოლი მიითვალა.
78-ე წუთზე, მარცხნიდან ალაბამ ზუსტი პასი გაუკეთა გრეგორიჩს, რომელმაც მაკედონიელთა მეკარე დიმიტრიევსკსი დაასწრო და ავსტრიელები დააწინაურა.
89-ე წუთზე, ლაიმერმა ქუსლით საუცხოო გადაცემა მისცა არნაუტოვიჩს, რომელმაც კარიდან წინ გამოსულ დიმიტრიევსკის გვერდი აუარა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან გატანილი გოლი ძალიან ემოციურად აღნიშნა. ს
