უელსმა და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს

0
0

ევრო-2020-ის მეორე სათამაშო დღე უელსი-შვეიცარიის დაპირისპირებით გაიხსნა.

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ოლიმპიურ სტადონზე გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო შესვენების შემდეგ 4 წუთი იყო გასული, როდესაც შაქირიმ კუთხური ჩააწოდა და ემბოლომ თავურით ანგარიში გახსნა.

გაშვებული გოლის შემდეგ უელსის ნაკრები გააქტიურდა და 74-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ, ჟოზეფ მორელმა შვეიცარიელტა საჯარიმოში კიფერ მური მოძებნა, რომელმაც თავით ზუსტად დაარტყა.

მატჩის მიწურულს შვეიცარიელმა გავრანოვიჩმა გოლი კი გაიტანა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა ეპიზოდი რეფერის ვიდეო ასისტენტთან გადაამოწმა, რის შემდეგ, თამაშგარე დააფიქსირა და ბურთი არ ჩათვალა.

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფში სადაც ეს გუნდები გამოდიან, გუშინ ევრო-2020-ის სტარტზე იტალიამ თურქეთი 3:0 დაამარცხა.