რობერტო მანჩინი: „გადამწყვეტი მომენტი მოედანზე ჩვენი სწრაფი გადაადგილება აღმოჩნდა“

0
2

რობერტო მანჩინის მიაჩნია, რომ ევრო-2020-ზე წარმატებულმა სტარტმა, როგორც მის გუნდს, ასევე ყველა იტალიელს დიდი სიამოვნება მიანიჭა.

იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ევროპის პირველობი სასტარტო შემახვედრაში რომის ოლიმპიურ სტადიონზე თურქეთთან 3:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

„კარგად ვითამაშეთ. იოლად არ მოგვივია, ვინაიდან ეს პირველი მატჩი იყო და თურქეთის ნაკრების სახით კარგი გუნდი დაგვიპირისპირდა.

ასეთ თამაშებში ყველაფერი გჭირდება. გულშემატკივრები დაგვეხმარნენ და ბედნიერები ვართ, რომ მოედანი დადებითი შედეგით დავტოვეთ.

გადამწყვეტი მომენტი მოედანზე ჩვენი სწრაფი გადაადგილება აღმოჩნდა, რის ხარჯზე, გადაცემებისთვის თავისუფალ სიგრძლეებს ვქმნიდით. ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი მნიშვნელოვანი იყო. ამან სიამოვნება როგორც ჩვენ, აგრეთვე ყველა იტალიელს მოუტანა.

საუცხოო საღამო იყო, მაგრამ იმედია, რომ ასეთი კიდევ ბევრი იქნება. ფინალი უემბლიზე? ამის შესახებ ჯერ საუბარი ნაადრევია. ამ მიზნისთვის კიდევ 6 მატჩი დარჩა“ – განაცხადა მანჩინიმ Rai Sport-თან საუბარში.