ერიქსენი სუნთქავს და საუბრობს

0
5

დანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი სუნთქავს და საუბრობს.

ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა მარტინ შუტსმა რადიო NPO Radio 1-თან განაცხადა: „ის სუნთქავს და საუბარი შეუძლია“.

ევრო 2020-ის მეორე სათამაშო დღის მეორე დანიის ნაკრები კოპენჰაგენში ფინეთს ხვდება და 42-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, დანიელთა კაპიტანი ისევ რომ არავინ შეხებია მოედანზე უგონოდ დაეცა.

29 წლის ფეხბურთელს სამედიცინო დახმარება მაშინვე აღმოუჩინეს, მათ შორის გულის დეფიბრილიატორით. საბედნიეროდ, ერიქსენი გონს მოვიდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

აქვე გეტყვით, რომ ექიმების მისვლამდე ერიქსენს პირველი დახმარება თანაგუნდელმა სიმონ კიაერმა აღმოუჩინა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ უგონოდ მყოფ მოთამაშეეს ენა არ “გადაეყლაპა” და ასევე, გულის მასაჟი ჩაუტარა.

დანია და ფინეთის დაპირისპირება, რომელიც მომხდარის გამო შეწყდა, უკვე განახლდა.