ჩირო იმობილე: „ჩემი საგოლე ალღო მშობლების დამსახურებაა“

0
27

იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდ ჩირო იმობილეს თქმით ევრო-2020-ის სტარტზე თურქეთთან 3:0 მოგებულ მატჩში, მისმა გუნდმა მოთმინება გამოავლინა.

„პირველ ტაიმში მოთმინება გამოვიჩინეთ. თურქეთი ძლიერი გუნდია, რომელმაც პრობლემები ბევრ მაღალი დონის მეტოქეს შეუქმნა. შევეცადეთ თურქები დაგვეღალა და ბურთის მოსაპოვებლად მარჯვნივ-მარცხნივ ერბინათ. სამწუხაროდ, მუდმივად კედელივით დაცვას ვხდებოდით.

შესვენების მერე, თურქეთის ნაკრები უფრო და უფრო იღლებოდა. ბურთის გაშვების შემდეგ, მეტოქე „გაიხსნა“ და ჩვენი ძლიერი მხარეები გამოვავლინეთ.

ჩემი საგოლე ალღო მშობლების დამსახურებაა და საჭირო მომენტში საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი. მეორე გოლი საუცხოო კომბინაციის გათამაშების შემდეგ გავიტანეთ – ბურთი მარჯვნიდან მარცხნივ ძალიან სწრაფად გადავიტანეთ. მიხარია, რომ „წერტილი“ ლორენცო ინსინიემ დასვა“ – ციტირებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი იმობილეს, რომელმაც თურქეთთან შეხვედრაში ერთი გოლი მიითვალა.