რობერტო მანჩინი: „აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ლონდონამდე მივაღწევთ“

0
9

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მინიმუმ ევრო-2020-ის ნახევარფინალამდე მიაღწევს.

ევროპის ჩემპიონატი სტარტს დღეს რომში იტალია-თურქეთის მატჩით აიღებს.

„მას შემდეგ რაც ერთად გავიარეთ, გაღიმების დრო დადგა. ჩვენ გვსურს, რომ ფეხბურთელებს უხაროდეთ ის რაც ხდება. გახსნის შეხვედრა ყოველთვის ურთულესი დაპირისპირებაა. თუმცა, ჩვენ დასახულ მიზანზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

თურქეთის ნაკრებს ძალიან ვაფასებთ. ამ გუნდს მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს. თუმცა, პირველ ყოვლისა საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენს შემადგენლობაშიც საუცხოო შემსრულებლები გვყავს, ძლიერი სულისკვეთებით. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ლონდონამდე (ევრო-2020-ის ნახევარფინალი და ფინალი ლონდონში ჩატარდება, რედ.) მივაღწევთ. სამწუხაროა, რომ სტადიონი სავსე არ იქნება, მაგრამ 16000 გულშემატკივარი მატჩს მაინც დესწრება. მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი ალბათ თურქეთს უგულშემატკივრებს.

უდავოა, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. როდესაც 3 წლის წინ ნაკრები ჩავიბარე, ოპტიმისტურად განვეწყვე. ახლა ოპტომიზმი კიდევ უფრო მეტია, რადგან არცტუ ცუდი შედეგი ვაჩვენეთ.

ძალიან საბრძოლო განწყობა გვაქვს. ახლა დადგა დრო, რომ ჩვენი თამაშით გულშემატკივრები გავახაროთ. ეს ჩვენი ერთ-ერთი მიზანია – ხალხი გავახაროთ. ამას მთელი ძალით ვეცდებით. პირველი თამაში ყველაზე რთულია, მაგრამ მსგავსი ფირები თავიდან უნდა მოვიშოროთ. აუცილებელია მუშაობა და ამისგან სიამოვნების მიღება“ – იუწყება მანჩინის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი