მოიესის ახალი კონტრაქტი „ვესტ ჰემთან“

0
1

დევიდ მოიესი ლონდონის „ვესტ ჰემს“ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეუთანხმდა.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, შოტლანდიელი სპეციალისტი ხელშეკრულებას 2024 წლის ივნისამდე დადებს.

58 წლის მოიესი „ვესტ ჰემს“ თავის სამწვრთნელო კარიერიაში მეორედ 2019 წელს ჩაუდგა.

მანამდე, ის ლონდონელებს 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე ავარჯიშებდა.

მისი ხელმძღვანელობით გასულ სეზონში „ვესტ ჰემი“ პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.