კრიშტიანუ რონალდუ: „ისეთივე მოტივირებული ვარ, როგორც 2004 წელს“

0
6

კრიშტიანუ რონალდუ ევრო-2020-ის  წინ ისეთივე მოტივირებულია, როგორც თავის კარიერაში პირველ ევროპის ჩემპიონატამდე.

მან ამის შესახებ ევროპირველობადე ისაუბრა, რომელიც სტარტს დღეს რომაში იტალია-თურქეთის მატჩით აღებს.

„ყველა გუნდს პატივს ვცემთ. იოლი მატჩები არ იქნება. თავს ისე ვგრძნობ, როგირ ჩემს პირველ ევროზე. ახლა ისეთივე მოტივირებული ვარ, როგორც 2004 წელს, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოვხვდუ, შესაძლოა, უფრო ძლიერიცაა.

ჩვენ მოქმედი ჩემპიონები ვართ და ტიტულის მოპოვების ერთ-ერთ პრეტენდენტად ისევ მივიჩნევით. ტრიუმფის დაპირებასა და პროგნოზის გაკეთებას აზრი არ აქვს. მხოლოდ ის შემიძლია დაგპირდეთ, რომ ყოველ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“ – იუწყება პორტუგალიელთა კაპიტნის სიტყვებს football-italia.net.

პორტუგალია მოქმედი ევროპის ჩემპიონია. ოთხი წლის წინ, საფრანგეთში გამართული ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიელებმა მასპინძლები დამატებით დროში 109-ე წუთზე ედერის გატანილი გოლით მოიგეს და არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვეს.