„ვულვზს“ ისევ პორტუგალიელი გაწვრთნის

0
5

ინგლისის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე „ვულვერჰემტონის“ მთავარი მწვრთნელი პორტუგალიელი ბრუნუ ლაგე გახდა.

ამის შესახებ „ვულვზის“ პრესსამსახური იუწყება.

ლაგემ თავისი თანამემამულე ნუნუ ესპირიტუ სანტუ შეცვალა. ის 2019-2020 წლების სეზონში „ბენფიკას“ ავარჯიშებდა, რომელსაც პორტუგალიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოაგებინა.

გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით „ბენფიკამ“ თავისი რეკორდი გაიმეორა, რომელიც 1963-1964 წლების სეზონში დაამყარა და 103 გოლი გაიტანა.

ლაგეს ინგლისში ადრეც უმუშავია, როდესაც კარლუშ კარვალიალის თანაშემწე იყო 2015-2017 წლებში „შეფილდ უენსდეიში“, ხოლო 2017-2018 წლებში – „სუონსიში“.