ვეინალდუმი პსჟ-ს ფეხბურთელია

0
5

ჟორჟინიო ვეინალდუმი კარიერას „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს.

პარიზული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ის პსჟ-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, რადგან ყოფილ კლუბ „ლივერპულთან“ კონტრაქტი ამოეწურა.

ვეინალდუმის კონტრაქტის დეტალები არ გასაჯაროებულა, მაგრამ ფრანგული მედიის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელი ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს.

გასულ სეზონში ვეინალდუმმა „ლივერპულის“ მაისურით ყველა ტურნირზე 51-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.