„შახტარმა“ „ბენფიკადან“ ნახევარმცველი 18 მილიონად შეიძინა

0
7

დონეცკის „შახტარმა“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა გამოდის, ლისაბონის „ბენფიკადან“ ნახევარმცველი პედრინიუ შეიძინა.

პორტუგალიური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, დონეცკელებმა ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადეს.

23 წლის სამხრეთ ამერიკელი სამედიცინო შემოწმების შემდეგ, „შახტართან“ კონტრაქტის გააფორმებს.

პედრინიუმ გასულ სეზონში „ბენფიკაში“ ჩატარებულ 31 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

პედრინიო „შახტარის“ ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. თავის დროზე, დონეცკელებმა ბერნარდი 25 მილიონ ევროდ იყიდეს.