„სელტიკს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
5

გლაზგოს „სელტიკის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია.

შოტლანდიურ გრანდს წარმოშობით ბერძენი, მაგრამ ავსტრალიის მოქალაქე ანგელოს პოსტეკოღლუ გაწვრთნის. მან „სელტიკში“ ჯონ კენედი შეცვალა.

ის ფეხბურთელობისას ავსტრალიაში გამოდიოდა და კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა ადგილობრივ ჩემპიონატში დაიწყო – „მელბურნი“ ჩაიბარა.

ამის შემდეგ, პოსტეკოღლუ ავსტრალიის 17-წლამდელთა და 20-წლამდელთა ნაკრებებს, ბერძნულ „პანახაიკს“, „ბრისბენ როარს“, „მელბურნ ვიქტორიას“, ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებს, ხოლო „სელტიკში“ დანიშვნამდე იაპონურ „იოკოჰამა ფარინოსს“ წვრთნიდა.

ავსტრალიელმა იოკოჰამელებს 2019 წელს იაპონიის ჩემპიონატი მოაგებინა.

აქვე გეტყვით, რომ 2020-2021 წლების სეზონამდე „სელტიკი“ ჩემპიონი ზედიზედ 9-ჯერ გახდა, ხოლო  ფასულ სეზონში ოქროს მედლებს სტივენ ჯერარდის გაწვრთნილმა „გლაზგო რეინჯერსმა“ მოიპოვა.