„ინტერმა“ ჟოაუ მარიუ „სპორტინგში“ გაყიდა

0
4

მილანის „ინტერმა“ ჟოაუ მარიუ ლისაბონის „სპორტინგში“ 8 მილიონ ევროდ გაყიდა.

მილანელებმა 2016 წელს პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი 40 მილიონ ევროს სწორედ „სპორტინგიდან“ შეიძინეს.

თუმცა, მარიუმ მასზე გაცემული ავანსი ვერ გაამართლა და ჯერ ლონდონის „ვესტ ჰემში“ გაანათხოვრეს, შემდეგ მოსკოვის „ლოკომოტივში“, ხოლო გასულ სეზონში – „სპორტინგში“.

ლისაბონელებმა 28 წლის შუახაზელის „ინტერიდან“ გამოსყიდვა გადაწყვიტეს და 5-ჯერ ნაკლებ თანხას გადაიხდიან იმასთან შედარებით, რაც თავის დროზე „ნერაძურის“ მარიუს შეძენა დაუჯდა.

ჟოაუ მარიუმ 2020-2021 წლების სეზონში „სპორტინგში“ ყველა ტურნირში 32 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ის ლისაბონელებთან ერთად პორტუგალიის ჩემპიონი გახდა.