კვიპროსის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.
shootandgoal.cyprustimes.com-ის ინფორმაციით, უახლოეს ხანში შემტევი ნახევარმცველი რევაზ ინჯგია ლიმასოლის „აპოლონს“ შეურთდება.
20 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „თელავში“ დაიწყო და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ „აპოლონში“ ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი გამოდის.
გასულ სეზონში ლიმასოლელები კვიპროსის ჩემპიონატში მეორედ ადგილზე გავიდნენ და უეფას მიერ დაფუძნებულ ახალ ტურნირ კონფერენს ლიგაში ითამაშებს.
