გეგუჩაძის გუნდმა თბილისის „დინამოს“ ორი ქულით გაასწრო

0
7

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტური ბათუმში ადგილობრივი „დინამოსა“ და „თელავის“ შეხვედრით დასრულდა.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა მეტოქის აჯობეს და სამი ქულა დამსახურებულად ჩაიწერეს.

უგოლო პირველი ტაიმის მერე, ანგარიში 50-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც გიული მანჯგალაძემ მეტოქის საჯარიმოში ჯაბა ჯიღაური მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი მიიღო, ხოლო მეორეთი ზუსტად დაარტყა – 1:0.

56-ე წუთზე სტუმრდები კაცნაკლულნი დარჩნენ, რადგან ვაჟა ფაცაციამ ბათუმელი თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია წააქცია და მთავარმა მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა ბოლო იმედის ჯარიმა დააფიქსირა, რის გამო „თელავის“ მცველს წითელი ბარათი აჩვენა.

76-ე წუთზე, ბენჟამინ ტეიდმა სტუმართა ნახევარმცველ რატი არდაზიშვილს ბურთი მიისავე საჯარიმოსთან აართვა და პასი გიორგი ნიქაბაძეს გადასცა, რომელმაც თელაველები მეორედ დაამწუხრა.

86-ე წუთზე, თავად ნიქაბაძემ გადაცემა არ დაუგვიანა გიორგი ზარიას, რომელმაც საბოლოო ანგარიში გააფორმა.

ბათუმის „დინამო“ 34 ქულით პირველ ადგილზეა. მეორე პოზიციაზე თბილისის „დინამოა“ 32 ქულით, ხოლო მესამე პოზიცია 27 ქულით „ლოკომოტივს“ უკავია.

მეოთხეადგილოსან „საბურთალოს“ 27 ქულა აქვს და „ლოკომოტივს“ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უარესი შედეგით ჩამორჩება.